ფილმი მოგვითხრობს ჩინეთის ბუნებრივ მემკვიდრეობაზე. ამ ქვეყანას ტერიტორიის სიდიდით მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია, რომლის სივრცე გადაჭიმულია ცხოველების და მცენარეების განსაცვიფრებელი ნიმუშებით. იგი ფლობს შესანიშნავ ფლორას და ფაუნას, რომელიც ჩინეთის სავიზიტო ბარათი გახდა. ზოგიერთი ტურისტი, იმ იმედით, რომ იქნებ ერთი ცხოველი მაინც ნახონ, იძულებულნი არიან სპეციალურად ეწვიონ მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანას. მაგრამ, სამწუხაროდ ადამიანის მოღვაწეობამ გამოიწვია ის, რომ ფაუნის და ფლორის მრავალ სახეობას გადაშენება უწერია. პანდები, ლეოპარდები და მაიმუნები – პირატული ნადირობის ყველაზე ხშირი მსხვერპლია. არადა ამ ცხოველებს ოჯახები აქვთ, საკვების მოძიების და გადარჩენის საკუთარი პრობლემებით. როგორ უმკლავდებიან ისინი სირთულეებს, ვინ ეხმარება მათ გადარჩენაში, მოგვითხრობს ტელეწამყვანი ჩჟოუ სიუნი. ცალკე აქცენტი კეთდება ამ სახეობების დახმარებაზე: პანდებისთვის იქმნება სპეციალური ნაკრძალები, რომლებიც ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია.
გამოსვლის წელი: 2016
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ, ინგლისი, ჩინეთი
ჟანრი: სათავგადასავლო, საოჯახო
რეჟისორი: Chuan Lu
მსოფლიო პრემიერა: 5 აგვისტო
მსახიობები: John Krasinski, Xun Zhou.