დამოუკიდებლობის დღე 2: აღორძინება / Independence Day: Resurgence

О t
დამოუკიდებლობის დღე 2: აღორძინება

უცხოპლანეტელების თავდასხმიდან ოცი წლის გასვლის შემდეგ კაცობრიობამ სრულად ჯერაც ვერ შეძლო გამოსვლა იმ კოშმარიდან, რისი გადატანაც მათ მოუწიათ. არის ეჭვი, რომ უცხოპლანეტელებმა დედამიწაზე გადამცემი დატოვეს და შესაძლოა ახალი ძალებით დაბრუდნენ, ადამიანებმა აითვისეს მათი ტექნოლოგიები და რამდენჯერმე გაზარდეს თავიანთი საბრძოლო ძალა. მთელს მსოფლიოში იქნა აშენებული სამხედრო ბაზები, და თვით მთვარეზეც კი, მაგრამ მუიხედავად ყველა ამ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებისა, ადამიანები მაინც შესაძლო ომის მუდმივ შიშსში იმყოფებიან.

2016 წელს ხდება ის, რისიც ყველას ასე ეშინოდა – უცხოპლანეტელების ხომალდების არმადა ჩამოფრინდება დედამიწაზე რათა დაასრულონ მრავალი წლის წინ დაწყებული შემოჭრა. მოიერიშეს პილოტი დილან ჰილლერი და ასევე ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი პატრიცია აღმოჩნდებიან პირველებს შორის, რომლებიც შეებრძოლებიან დამპყრობლებს. უცხოპლანეტელების ახალი თავდასხმა ხდება კიდევ უფრო მაშტაბური, ძლიერი და მკვეთრი, ვიდრე პირველი, და ამ ომში გამარჯვება ძალიან რთული იქნება. ყველა ქვეყანას მოუწევს მათი უთანხმოებების დავიწყება და ძალების გაერთიანება, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ძლევამოსილი მტერის დამარცხება, რომელიც აპირებს მთელი კაცობრიობის განადგურებას.

ENG-თრეილერი: დამოუკიდებლობის დღე 2: აღორძინება / Independence Day: Resurgence
RUS-თრეილერი: დამოუკიდებლობის დღე 2: აღორძინება / Independence Day: Resurgence

გამოსვლის წელი: 2016

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: ბოევიკი, სათავგადასავლო, ფანტასტიკა

რეჟისორი: Roland Emmerich

მსოფლიო პრემიერა: 20 ივნისი

მსახიობები: Liam Hemsworth, Jeff Goldblum, Bill Pullman, Jessie T. Usher, Maika Monroe, Sela Ward, William Fichtner, Judd Hirsch, Brent Spiner, Patrick St. Esprit, Vivica A. Fox, Angelababy, Charlotte Gainsbourg, Deobia Oparei, Nicolas Wright.

4.4/5 - (5)