პელე: ლეგენდის დაბადება / Pelé: Birth of a Legend

О t
პელე ლეგენდის დაბადება

პელე, ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთის მეფე გახდა. ფილმში ვიხილავთ  ბრაზილიელი ფეხბურთელის მთელ მის ბავშობას და განვლილ ცხოვრებას, რომელიც ბავშობიდანვე სპორტით იყო დაკავებილი. რამდენი ძალისხმევა და მონდომება დასჭირდა, რომ მიეღწია ვარსკვლავობის ასეთ სიმაღლეს. ფილმში “პელე: ლეგენდის დაბადება” ვიხილავთ თუ როგორ ამტკიცებს ბრაზილიერი, რომ ფეხბურთი – ეს არ არის მხოლოდ თამაში, სადაც ბურთი უნდა გაიტანო კარებში. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში. ფილმის მთავარი გმირი მთელი თავისი ცხოვრება ცდილობდა ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს ევარჯიშა და ამის დამსახურებით, ახლა იგი აიძულებს ყველას ფეხზე ადგომით დაუკრან მას ტაში. ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ მოიგო პელემ ყველა შესაძლო ჯილდო.

თავდაუზოგავი ვარჯიშების დამსახურებით, დღეს ყველა ადამიანმა იცის სახელი პელე. მან დაწერა ავტობიოგრაფია, სადაც მოგვითხრობს ყველა მის საუკეთესო მომენტებს ცხოვრებაში. მისი წიგნი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ადამიანები მას რამდენჯერმე კითხულობენ. ჩვენ ვიხილავთ, პელეს დაცემას და ადგომას. ფილმი გვიჩვენებს, თუ რა გზის გავლა მოუწია ფეხბურთელს, რომ გამხდარიყო ძალიან პოპულარული მთელს მსოფლიოში.

ENG-თრეილერი: პელე: ლეგენდის დაბადება / Pelé: Birth of a Legend
RUS-თრეილერი: პელე: ლეგენდის დაბადება / Pelé: Birth of a Legend

გამოსვლის წელი: 2016

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: ბიოგრაფიული, დრამა, სპორტული

რეჟისორი: Jeff Zimbalist, Michael Zimbalist

მსოფლიო პრემიერა: 23 აპრილი

მსახიობები: Kevin de Paula, Leonardo Lima Carvalho, Seu Jorge, Mariana Nunes, Milton Gonçalves, Seth Michaels, Vincent D’Onofrio, André Mattos, Phil Miler, Rafael Henriques, Felipe Simas, Adriano Aragon, Mariana Balsa, Diego Boneta, Eric Bell Jr.

5/5 - (3)