ფსიქოლოგიური დრამა, მენტალური აშლილობით დაავადებული მამის, სახელად ლეოს (ხავიერ ბარდემი) და მისი საყვარელი ქალიშვილის მოლის (ელ ფენინგი) ცხოვრებიდან ერთი მძიმე დღის შესახებ, რომლებიც ნიუ–იორკში მიემგზავრებიან. იმ დროს, როცა გოგონა მამის ქაოტური გონების პრობლემებს მთელი ძალებით ებრძვის და თავად არ იცის, რომელი გზა აირჩიოს ცხოვრებაში, მამამისი ცნობიერების სიღრმეში უჩვეულო მოგზაურობას ახდენს: იგი წარმოიდგენს როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, თუ ის სხვა გაზას აირჩევდა და ამით თავისი ცხოვრების მთელ ისტორიას შეცვლიდა. ალტერნატიულ რეალობაზე მის ილუზიებში ლეო წარმოიდგენს მგზნებარე რომანს და ქორწინებას შეყვარებულთან, დოლორესთან (სალმა ჰაიეკი), რომელთანაც ურთიერთობა მექსიკაში ბავშვობაში დაიწყო; მის თავში მანჰეტენზე დრამერად რთული მუშაობის და ადამთან (კრის როკი) ცხოვრების მოგონებები ამოტივტივდება და ხედავს, თუ როგორ ცხოვრობს მარტო შორეულ საბერძნეთის კუნძულზე, სავსე ცდუნებებით, სადაც ორ ახალგაზრდა ტურისტთან შემთხვევით შეხვედრა მთავარი გმირის ოჯახის წარსულიდან ზოგიერთ უსიამოვნო საიდუმლოს გამოავლენს.
გამოსვლის წელი: 2020
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: ინგლისი, აშშ, შვედეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: Sally Potter
მსოფლიო პრემიერა: 13 მარტი
მსახიობები: Javier Bardem, Elle Fanning, Salma Hayek, Branka Katic, Laura Linney, Dimitri Andreas, Katia Mullova-Brind, Milena Tscharntke, Debora Weston, Aaron Joshua, Sabina Cameron, Griffin Stevens, Catherine Levi, Ruth Keeling, Olan Montgomery.