ყველა ნათელი ადგილი / All the Bright Places

О t
ყველა ნათელი ადგილი

ჯენიფერ ნაივენის ამავე სახელწოდების თინეიჯერული რომანის ეკრანიზაცია ახალგაზრდა გმირების, ვიოლეტ მარკის (ელ ფენინგი) და თეოდორ ფინჩის (ჯასტინ სმიტი) დრამატული ამბის შესახებ. ვიოლეტი – საშუალო სკოლის პოპულარული მოსწავლეა, რომელიც ავტოავარიაში უფროსი დის დაღუპვის გამო დანაშაულის უდიდეს გრძნობას გაიცდის. თეოდორი – სკოლაში გარიყული, თვითმკვლელობის იდეით შეპყრობილი ბიჭია. ისინი ერთმანეთს სკოლის კოშკის სამრეკლოზე შემთხვევით შეხვდებიან და მათი ცხოვრება სამუდამოდ თავდაყირა დადგება. გოგონა, რომ გადაარჩინოს, ფინჩი მას მშობლიური შტატის მისი კვლევის პროექტრში მონაწილეობის მიღებაში დაარწმუნებს. ახალგაზრდა გმირები ინდიანას გარშემო ერთად მოგზაურობენ, და საბოლოოდ, ფინჩი, ვიოლეტას თავისი გრძნობების გაცნობიერებაში და მწუხარების გამკლავებაში ეხმარება. თუმცა, თავად ბიჭის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება: მისი დეპრესია ძლიერდება, და სკოლიდან რიცხავენ, შემდეგ კი ის ქრება…

გამოსვლის წელი: 2020

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: დრამამელოდრამა

რეჟისორი: Brett Haley

მსოფლიო პრემიერა: 28 თებერვალი

მსახიობები: Elle Fanning, Keegan-Michael Key, Alexandra Shipp, Virginia Gardner, Luke Wilson, Justice Smith, Nicole Forester, Felix Mallard, Lamar Johnson, Ming Wang, Kelli O’Hara, Sofia Hasmik, Paige Neuenschwander, Jack DeVillers, Andrew Van Camp.