საკულტო სერიალის “სოპრანოს კლანი”-ს სრულმეტრაჟიანი პრიკველი, რომელიც ნიუ-ჯერსის შტატში მცხოვრები ტონი სოპრანოს განგსტერად ქცევის დრამატულ ამბავს მოგვითხრობს. მოვლენები 1960-იან წლებში, ნიუარკში ვითარდება, როდესაც ახალგაზრდა ტონი სოპრანო კრიმინალის გზას დაადგება. ტონი 1967 წლის ცნობილ მასობრივ არეულობაში იღებს მონაწილეობას, როცა იტალიური კლანი კონკურენტ-აფროამერიკელებს დაუპირისპირდება. ტონი სოპრანოს როლს აწ გარდაცვლილი ჯეიმზ განდოლფინის ვაჟი მაიკლ განდოლფინი ითამაშებს.
გამოსვლის წელი: 2021
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: Alan Taylor
მსოფლიო პრემიერა: 23 სექტემბერი
მსახიობები: Vera Farmiga, Jon Bernthal, Lesli Margherita, Leslie Odom Jr., Billy Magnussen, Ray Liotta, Corey Stoll, Alessandro Nivola, John Magaro, Michael Gandolfini, Joey Diaz, Nick Vallelonga, Alex Morf, Gabriella Piazza, Ian Unterman.