სკინი (კანი / სკინჰედი) / Skin

О t
სკინი

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფსიქოლოგიური დრამა ყოფილი სკინჰედის, ბრაიონ ვინდერის შესახებ. ის ბანდის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელიც რასიზმს, ძალადობას და სიძულვილს პროპაგანდირებდა. ბრაიონის სხეული თავიდან ბოლომდე რასისტული ტატუებით იყო დაფარული, რომლებიც მან სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროს დაიხატა. თუმცა, როდესაც მარტოხელა-დედას, ჯულის და მის სამ პატარა ქალიშვილს შეხვდება, მთავარი გმირი მიხვდება, თუ რა დესტრუქციული ცხოვრების წესით ცხოვრობდა, რომელსაც იგი ჯოჯოხეთის უფსკრულისკენ მიჰყავდა. სიყვარულის და ახალი ოჯახის გამო, სადაც ახლა ის სამი ქალიშვილის მამაა, მთავარი გმირი ცხოვრების შეცვლას გადაწყვეტს. მაგრამ მისი ძველი ბანდის მხრიდან სიკვდილის მუქარის და დევნის ობიექტი გახდება. FBI-ის დახმარებით, ის თავისი ტატუების მოშორების და მათი დეშიფრაციის სანაცვლოდ 25 სასტიკ ოპერაციას გაიკეთებს, რაც საბოლოოდ მისი ყოფილი ბანდის წევრების დაპატიმრებით და გასამართლებით მთავრდება.

RUS-თრეილერი: სკინი / Skin

ENG-თრეილერი: სკინი / Skin


გამოსვლის წელი: 2018

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: ბიოგრაფიული, დრამა

რეჟისორი: Guy Nattiv

მსოფლიო პრემიერა: 8 სექტემბერი

მსახიობები: Jamie Bell, Danielle Macdonald, Daniel Henshall, Bill Camp, Louisa Krause, Zoe Margaret Colletti, Kylie Rogers, Colbi Gannett, Mike Colter, Vera Farmiga, Mary Stuart Masterson, Russell Posner, Jenna Leigh Green, Sean Cullen, Jaime Ray Newman.

5/5 - (7)