ფენტეზური ჰორორი უღრან ტყეში მარტო მცხოვრები შუასაუკუნეების განდეგილი რაინდის შესახებ, სადაც ის რაღაც მისტიკურ ჭუჭყს აგროვებს… და შორიდან საყვირების ხმას ელოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადირობის დრო დადგა. ყოველ ჯერზე რაინდი ნადირობიდან მის მიერ განადგურებული იდუმალი არსებების თავებით სავსე ტომრით ბრუნდება, მაგრამ ყოველ ჯერზე ისიც სერიოზული ჭრილობებით ბრუნდება. ნათელი ხდება, რომ ამ ქმნილებების თავები – მისი ჯილდოა, ხოლო ჭუჭყი, რომელსაც ის აგროვებს, მის ჭრილობებს ახორცებს. მთელი რიგი მოგონებებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი ამ ქმნილებათაგანი მისი ერთადერთი ქალიშვილის მკვლელია. ყოველ ჯერზე, როდესაც მას საყვირები იძახებენ ის ამ ქმნილებასთან შესახვედრად და შურის საძიებლად მიდის, და ერთ დღეს მხეცის დამარცხების დრო დადგება. როგორც წესი, იგი ტომარაში ჩადებული მოჭრილი თავით ბრუნდება, თუმცა ამჯერად მისი ჭრილობები გაცილებით ღრმა აღმოჩნდება…
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: ფენტეზი, საშინელება
რეჟისორი: Jordan Downey
მსოფლიო პრემიერა: 6 ოქტომბერი
მსახიობები: Christopher Rygh, Cora Kaufman.