ოდრი ერნშოუს წყევლა / The Curse of Audrey Earnshaw

О t
ოდრი ერნშოუს წყევლა

ახალგაზრდა ოდრი ერნშოუ და მისი დედა აგათა შორეული პროტესტანტული სოფლის განაპირას როგორც ოკულტისტები ფარულად ცხოვრობენ. აგათა წლების განმავლობაში ყველანაირად ცდილობდა ოდრის არსებობა საზოგადოებისგან დაემალა, გარკვეულწილად იმის გამო, რომ გოგონა ფარულად დაიბადა, იმ კონტექსტში, რომელსაც ცრუმორწმუნე თანასაოფლელები ასოდეს მიიღებდნენ. ამიტომ აგათა ქალიშვილს ყველასგან შორს სახლში მარტო ზრდიდა, რის შედეგადაც იგი მაკონტროლებელ და მბრძანებელ დედად იქცა. ერთ დღეს მგლოვიარე თანასოფლელები ორდის შეამჩნევენ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მთელი რიგი აუხსნელი ტრაგედია და გასაჭირი განიცადეს, სადაც პირუტყვი და მოსავალი უცნობი დაავადების მსხვერპლი გახდება. თუმცა, რატომღაც ერნშოუების ფერმის გარდა, რომელიც ხელუხლებელი აღმოჩნდება. მოულოდნელად სოფელში მასობრივი ისტერია იწყება, და მოსახლეობა ოდრისა და აგათას დადანაშაულებას იწყებენ, რომლებიც მათ ჯადოქრებად თვლიან. ამასობაში, ოდრის რიტუალური მაგიის გარშემო აღზრდას თავისი ნაყოფი მოაქვს. სიბრაზესთან ერთად მისი შესაძლებლობები ყვავის და ყოველდღე უფრო ძლიერი ხდება.

გამოსვლის წელი: 2020

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: კანადა

ჟანრი: დრამა, საშინელებადეტექტივი

რეჟისორი: Thomas Robert Lee

მსოფლიო პრემიერა: 11 ივლისი

მსახიობები: Catherine Walker, Hannah Emily Anderson, Jared Abrahamson, Sean McGinley, Don McKellar, Geraldine O’Rawe, Tom Carey, Anna Cummer, Jessica Reynolds, David LeReaney, Barb Mitchell, Alexis McKenna, Lorette Clow, Geordie Cheeseman, Shawna Pliva McGill.

5/5 - (1)