გიჟური პარასკევი 13 (მკვლელის სხეულში) / Freaky (Freaky Friday the 13th)

О t
გიჟური პარასკევი 13

საშინელებათა კომედია, ჩვიდმეტი წლის გოგონას, მილი კესლერის შესახებ, რომელიც უბრალოდ ცდილობს გადარჩეს ბლისფილდის სკოლის დერეფანებში გამეფებულ სასტიკ გარემოში, სადაც ერთ ღამეს ის ქალაქში ავად სახსენებელი სერიული მკვლელის, ყასაბის ახალი სამიზნე გახდება, რის შედეგადაც მისი ცოვრება კოშმარად იქცევა. როდესაც ყასაბის ანტიკური ხანის მისტიკური დაშნა მას და მილის ერთმანეთის სხეულში გადაიყვანს, ახალგაზრდა გმირი გაიგებს, რომ მას მხოლოდ 24 საათი აქვს იმისთვის, რომ სხეული დაუბრუნოს მანამ, სანამ იგი სამუდაომოდ ჩაიკეტება საშუალო ასაკის მანიაკის სხეულში. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ის ახლა ფსიქოპათს ჰგავს, რომელზეც მთელი ქალაქი ნადირობს. მისი მეგობრების – ნილის, ჯოშუას და ბუკერის დახმარებით – მილი საკუთარი სხეულის დაბრუნებას ცდილობს, იმ დროს როცა ყასაბი აღმოაჩენს, რომ თინეიჯერი ქალის სხეულის ქონა – მკვლელობების იდეალური საფარია.

გამოსვლის წელი: 2020

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: კომედია, საშინელებათრილერი

რეჟისორი: Christopher Landon

მსოფლიო პრემიერა: 13 ნოემბერი

მსახიობები: Vince Vaughn, Kathryn Newton, Alan Ruck, Uriah Shelton, Katie Finneran, Dustin Lewis, Dana Drori, Mitchell Hoog, Charles Green, Deja Dee, Kelly Lamor Wilson, Melissa Collazo, Celeste O’Connor, Catherine Joyce Agan, Jennifer Pierce Mathus.

5/5 - (1)