აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის ჯეიმს კომის 2018 წლის წიგნზე დაფუძნებული დრამატული მინი-სერიალი, რომელიც ჯეიმს კომსა და აშშ-ს 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის კონფლიქტის შესახებ მოგვითხრობს. 2016 წელს, როდესაც ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება, თანამდებობის დაკავებისთანავე, ის მაშინ FBI-ის მოქმედ დირექტორს ჯეიმს, ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილების ამბის გამოძიებას დაავალებს, რომლებიც სახემწიფო საქმესთან დაკავშირებით, პირადი მისამართიდან იქნა გაგზავნილი. ბრძანების შესრულების შემდეგ, ტრამპა მისთვის წარდგენილი მონაცემები არაზუსტად მიიჩნია და მოულოდნელად კომი გაათავისუფლა. ეს 2017 წელს მოხდა. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მისი განთავისუფლების რეალური მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ FBI–მ უარი თქვა ბიზნესმენის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის წარმომადგენლებსა და რუსეთს შორის შესაძლო შეთქმულების გამოძიების შეჩერებაზე.
გამოსვლის წელი: 2020
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: Billy Ray
მსოფლიო პრემიერა: 27 სექტემბერი
მსახიობები: Jeff Daniels, Holly Hunter, Michael Kelly, Jennifer Ehle, Scoot McNairy, Jonathan Banks, Oona Chaplin, Amy Seimetz, Steven Pasquale, Brendan Gleeson, Steve Zissis, Shawn Doyle, Brian d’Arcy James, Kingsley Ben-Adir, Dalmar Abuzeid, William Sadler, Richard Thomas, T.R. Knight, Damon Gupton, George Tchortov.