
ნამდვილი ამბავი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1993 წლის გაზაფხულზე ტეხასის შტატში, ქალაქ უეიკოსთან ახლოს მდებარე რანჩოში მოხდა. როდესაც FBI-ი შეიტყობს, რომ რანჩოში მცხოვრები ტოტალური სექტის წევრები იარაღს უკანონოდ ინახავენ, ყველას დაპატიმრებას გადაწყვეტს. მაგრამ რანჩოში შეჭრა წარუმატებელი აღმოჩდება, FBI-ი სერიოზულ წინააღმდეგობას გადააწყდება. სექტანტები მოულოდნელად ცეცხლს გახსნიან და FBI-ის აგენტები მათთან ახლოს მისვლასაც ვერ შეძლებენ. შეიარაღებული დაპირისპირება ძალიან დიდხანს გაგრძელდება – 51 დღე. როდესაც FBI-ი და აშშ-ს ეროვნული გვარდია საბოლოოდ მაინც შეძლებს რანჩოში შეღწევას, აღმოჩდება, რომ წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი დაიღუპა: 82 ადამიანი მხოლოდ შეიარაღებული სექტანტების მხრიდან, მათ შორის უდანაშაულო ქალი და კაცი. აგენტებს შორისაც იყო დანაკარგი, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლები, მხოლოდ 4 აგენტი დაიღუპა. ფედერალური აგენტები, რა თქმა უნდა, ინსტრუქციის და კანონის მიხედვით მოქმედებდნენ. სერიალი გვიჩვენებს დრამატულ მოვლენებებს სხვადასხვა მხირადნ და ამ ტრაგიკული მოვლენის შესახებ საჯაროს გახდის აქამდე უცნობ ფაქტებს…
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: John Erick Dowdle, Dennie Gordon
მსოფლიო პრემიერა: 24 იანვარი
მსახიობები: Duncan Joiner, Tim Aydelott, Richard Beal, Melissa Benoist, Rory Culkin, DTeflon, Leslie Fleming-Mitchell, Julia Garner, Taylor Kitsch, Eric Lange, John Leguizamo, Adrian Luna, Andrea Riseborough, Michael Shannon, Paul Sparks, Shea Whigham, Ralph Alderman.