რა იქნებოდა თუ…? (მარველის რა იქნებოდა თუ…?) (სეზონი 1) / What If…? (Marvel’s What If…?)

О t
რა იქნებოდა თუ...?

ამავე სახელწოდების კომიქსების სერიებზე დაფუძნებული ანიმაციური სერიალი, რომელშიც მოვლენები პარალელურ სამყაროებში ვითარდება, რომლის თითოეული ეპიზოდი Marvel-ის უზარმაზარი და მრავალფეროვანი კინოსამყაროს საკვანძო მომენტებს განსხვავებული შედეგებით გვთავაზობს, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს და მაყურებელი უცნობ ტერიტორიაზე მიჰყავს. მაგალითად, რა იქნებოდა, თუ პეგი კარტერი სტივ როჯერსის ნაცვლად სუპერ ჯარისკაცი გახდებოდა? და რა იქნებოდა, თუ ტონი სტარკი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდებოდა? ან პიტერ პარკერი – ადამიანი ობობა – ფანტასტიკური ოთხეულის წევრი გახდებოდა, და არა ბიძია ბენი, არამედ დეიდა მეი დაეკარგა? ასევე ჯესიკა ჯონსონს შურისმაძიებლების გვერდით ებრძოლა? ხოლო ჩაქუჩი მიელნირი არა თორის, არამედ ლოკის აეწია და ა.შ. ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს ყოვლისმხედველი დამკვირვებელი იძლევა – არამიწიერი არსება, რომელიც ხედავს ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება.

გამოსვლის წელი: 2021

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: სერიალი, მულტფილმი, ბოევიკი, სათავგადასავლოფენტეზი

რეჟისორი: Bryan Andrews

მსოფლიო პრემიერა: 11 აგვისტო

მსახიობები: Jeffrey Wright, Hayley Atwell, Josh Brolin, Dominic Cooper, David Dastmalchian, Michael Douglas, Karen Gillan, Jeff Goldblum, Sean Gunn, Chris Hemsworth, Tom Hiddleston, Djimon Hounsou, Samuel L. Jackson, Toby Jones, Michael B. Jordan, Neal McDonough, Natalie Portman, Jeremy Renne, Michael Rooker, Paul Rudd, Mark Ruffalo, Sebastian Stan, Stanley Tucci, Chris Sullivan, Taika Waititi.

5/5 - (2)