არავის არ უთხრა / Don’t Tell a Soul

О t
არავის არ უთხრა

მათი ავადმყოფი დედის დასახმარებლად, თინეიჯერი ძმები მეთი და ჯოი სახლის გაქურდვას გადაწყვეტენ, მაგრამ გმირებს დაცვის სამსახურის თანამშრომელი ჰემბი შეამჩნევს, რომელიც ბიჭების დევნაში მოულოდნელად მიტოვებულ ღრმა ჭაში ჩავარდება. შედეგად, ძმების აზრები იყოფა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოექცნენ ჭაში მყოფ ადამიანს, რომლის ადგილსამყოფელიც მხოლოდ მათ იციან. უმცროსი ჯოი ფიქრობს, რომ ჰემბის დახმარება სჭირდება, ხოლო უფროს მეთის არ სურს, რომ დაცვის თანაშრომელმა ისინი პოლიციას გადასცეს. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ჯოისა და ჰემბის შორის რთული ურთიერთობა ყალიბდება, სადაც ეს უკანასკნელი ახალგაზრდა გმირს ჰპირდება, რომ ის გაჩუმდება, თუ ჯოი მას გაათავისუფლებს. ამრიგად ჰემბი თავის თამაშს იწყებს, ხვდება რა, რომ მისი სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ძმა უფრო ძლიერი აღმოჩნდება. მაგრამ გმირები ვერ ხვდებიან, რომ ჰემბი ერთ საიდუმლოს მალავს, ​​რომელსაც ჯოის და მისი ოჯახის საფრთხის ქვეშ დაყენება შეუძლია.

გამოსვლის წელი: 2020

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: დრამათრილერი

რეჟისორი: Alex McAulay

მსოფლიო პრემიერა: 8 სექტემბერი

მსახიობები: Fionn Whitehead, Jack Dylan Grazer, Mena Suvari, Rainn Wilson, McKenna Christine Poe, Shannon Cogan, Kate Duncan, Abigail Esmena, Richard Fike, Graham Lutes, Seth Poe.

5/5 - (2)