სიუჟეტის ცენტრშია ორი საუკეთესო მეგობარი – ლუჩია და მარია, რომლებიც ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ, თუმცა ძალიან განსხვავებული გემოვნება და ხასიათი აქვთ. ლუჩია – სამართლიანი, მკაცრი და ცოტა ჩაკეტილი ქალია, რომელიც უიღბლო ქორწინების შემდეგ გამომჯობინებას და მამაკაცებისგან თავის არიდებას ცდილობს. ხოლო ნათელი და პოზიტიური მარია, პირიქით, მამაკაცების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და მზად არის ნებისმიერს ლოგინში ჩაუგორდეს. ერთხელ ღამით მარიას ლოგინში იდეალური მამაკაცი აღმოჩდება: სიმპათიური, ჭკვიანი, მოწიფული და ვნებიანი 19- წლის ლუკა. მეორე დღეს ამ ბიჭის გამო მეგობრებს შორის გაუგებრობა და ტყუილი წარმოიშობა, რაც გამოიწვევს იმას, რომ ისინი გარკვეული დროით ურთიერთობას შეწყვეტენ. იქნებ, ეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ისინი შემთხვევით შეხვდნენ, ის არის, ვისაც თითოეული ქალი ეძებს.
გამოსვლის წელი: 2016
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: იტალია
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: Cristina Comencini
მსოფლიო პრემიერა: 13 ოქტომბერი
მსახიობები: Paola Cortellesi, Micaela Ramazzotti, Eduardo Valdarnini, Eleonora Danco, Chiara Scalise.