მინისრტი / Il Ministro

О t
მინისრტი

ფილმი მოგვითხრობს პოლიტიკურ სკანდალებზე, ქრთამებზე და კორუფციაზე. იტალიური გაზეთები სავსეა კორუმპირებული პოლიტიკოსებით და არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორებით, რომლებიც ტენდერის მოსაგებად მზად არიან ყველაფერი გააკეთონ. მაშ ასე, როგორ გავიმარჯვოთ სამთავრობო ტენდერში? ფრანკო ლუჩი, გაკოტრების პირას მყოფი მეწარმეა, რომელიც ბიზნესის გადარჩენის ერთადერთი საშვალებად, მისი დიდი ხნის მეგობარი მინისტრისგან დახმარების გაწევაში ხედავს. ფრანკო სადილზე იწვევს მინისტრს: საუკეთესო ღვინო, დიდი ოდენობით ქრთამი მომხიბვლელი გოგო, რომელიც მზადაა მინისტრს ლოგინში ჩაუგორდეს. მაგრამ, მოულოდნელად ამ გეგმის გამო ფრანკო საფრთხის წინაშე დადგება.

რეჟისორი ჯორჯო ამატო ძალიან ფაქიზად და უცვლელი ირონიით ეხება ადამიანურ სისუსსტეებს. ეს არის მწვავე სოციალური სატირა კორუმპირებილი მთავრობის მაღალჩინოსნებზე, და მსგავსი სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში მომხდარიყო. ამიტომ, პასუხი კითხვაზე “როგორ გავიმარჯვოთ სამთავრობო ტენდერში?” ძალიან უნივერსალური და ირონიული გამოვიდა.

RUS-თრეილერი: მინისრტი / Il Ministro

ITA-თრეილერი: მინისრტი / Il Ministro


გამოსვლის წელი: 2016

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: იტალია

ჟანრი: კომედია

რეჟისორი: Giorgio Amato

მსოფლიო პრემიერა: 5 მაისი

მსახიობები: Giorgio Amato, Alessia Barela, Fortunato Cerlino, Nino D’Agata, Gianluca D’Ercole, Alessio De Persio, Giulia Di Quilio, Ferruccio Ferrante, Ira Fronten, Giulia Gualano, Jun Ichikawa, Stefano Locci, Federico Melis, Edoardo Pesce, Gianmarco Tognazzi.

5/5 - (2)