ეპიკური ისტორიული დრამა, რომელიც შოტლანდიის ერთ-ერთი უდიდესი მმართველის, რობერტ ბრიუსის შესახებ მოგვითხრობს. დაბადებიდანვე იგი გვირგვინის ჭეშმარიტი მემკვიდრე იყო. მაგრამ იმ დროში ინგლისი დიდ ძალაუფლებას ფლობდა და ტახტზე იოანე I ბალიოლი ავა. ინგლისის მეფე ედუარდ პირველი მეზობელს, როგორც მონას ისე ექცეოდა და ქვეყნის მიმართ ყოველგვარ უპატივცემულობას ავლენდა. მე-13 საუკუნის დასასრულს შოტლანდიის ტერიტორიაზე საქსონების შეჭრა და ძალაუფლების თვითნებური დაპყრობა ხორციელდება. ამ მომენტიდან ქვეყანას ედუარდი მართავდა. მაგრამ შოტლანდიელებს არ შეეძლოთ ამ უკანონობისთვის გულგრილად ეყურებინათ. ბარონები, წარჩინებული ადამიანები და უბრალო მოქალაქეები ჯარს შეკრებენ და ბუნტს ატეხენ. დამოუკიდებლობისთვის, უილიამ უოლესის და ბრიუსის მეთაურობით ნამდვილი აჟანყება და ხანგრძლივი და სისხლიანი ომი დაიწყება. მრავალი წლის შემდეგ რობერტი ინგლისთან მორიგდება და სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. თუმცა ეს მორიგი ეშმაკობა აღმოჩნდება და მთვარი გმირი ღალატის მსხვერპლი გახდება. ამ მოვლენის შემდეგ იგი კანონიერი დასტურის არარსებობის მიუხედავად, თავად აცხადებს თავს თავისი სამშობლოს მმართველად.
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: ინგლისი, აშშ
ჟანრი: ბოევიკი, ბიოგრაფიული, დრამა, ისტორიული
რეჟისორი: David Mackenzie
მსოფლიო პრემიერა: 23 სექტემბერი
მსახიოებები: Chris Pine, Aaron Taylor-Johnson, Florence Pugh, Billy Howle, Stephen Dillane, James Cosmo, Tony Curran, Callan Mulvey, Duncan Lacroix, Sam Spruell, Matt Stokoe, Steven Cree, Jamie Sives, Alastair Mackenzie, Ron Donachie.