ტროლი: ზღაპარი კუდზე / Troll: The Tale of a Tail (Troll – Kongens hale)

О t
ტროლი: ზღაპარი კუდზე

ანიმაციური ფილმი, რომელიც ახალგაზრდა მიზანდასახული ტროლების-პრინცის სახელად ტრიმის შესახებ მოვითხრობს. ტრიმი მთელი ძალებით ცდილობს მისი უსაზღვროდ პოპულარული მამის, მეფე გრომის კვალს გაჰყვეს, მაგრამ მას ყველა ეუბნება, რომ ის არ არის მზად მეფე გახდეს. გრომი ლიდერობის თვისებების მქონე, გაბედული, ატლეტური და უშიშარი მეფეა, რის შეძენასაც ტრიმი ცდილობს. ერთადერთი ტროლი, რომელსაც არ უყვარს მეფე, – ბოროტი გრიმერი და მისი დედაა. დრიმერი მზაკვარია და ყველაფერს გააკეთებს, რათა მეფის გვირგვინი დაიბრუნოს. გვირგვინისა და სამეფოს ყოველწლიური რბოლის დროს, მეფე გრომი გრიმერის მიერ მოწყობილ ხაფანგში მოხვდება და ქვად გაიქცევა, ხოლო მის კუდს ბოროტი ძალები მოიპარავენ. ახლა ოდესღაც იდილიური ტროლების სამეფო, ახალი მეფის გრიმერის ტირანიად გადაიქცევა. უძველესი წინასწარმეტყველების თანახმად, ტრიმი ერთადერთია, ვისაც შეუძლია სამეფო გადაარჩინს და მის მამას სიცოცხლე დაუბრუნოს, მაგრამ ამისთვის მას მხოლოდ სამი დღე აქვს. მეგობრებთან ერთად, ტრიმიმ მისი სიცოცხლე უნდა გარისკოს და აკრძალურ ტყეში ეპიკურ მოგაზურობაში წავიდეს, რათა გრომის კუდი დაიბრუნოს. სამ დღში, მან ტყის მონსტრები, გრიმერი და მისი არმია უნდა დაამარცხოს და გრომი ტახტზე დააბრუნოს.

გამოსვლის წელი: 2017

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: ნორვეგია, კანადა

ჟანრი: მულტფილმი, სათავგადასავლო

რეჟისორი: Kevin Munroe, Kristian Kamp

მსოფლიო პრემიერა: 22 ნოემბერი

მსახიობები: Sonja Ball, Wyatt Bowen, Mark Camacho, Richard M Dumont, Elana Dunkelman, Angela Galuppo, Stefan Gauthier, Rick Jones, Adam Nethercott, Terrence Scammell, Shane P. Zhang.

5/5 - (8)