ჩემი ბოიფრენდის აბები / Las Pildoras De Mi Novio (My Boyfriend’s Meds)

О t
ჩემი ბოიფრენდის აბები

ექშენ-კომედია, ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის – ნიჭიერი და გავლენიანი მარკეტოლოგის ჯესის და ლეიბების მაღაზიის მომხიბლავი მფლობელის ჰენკის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს ახალი ლეიბის ყიდვის დროს გაიცნობენ. ჰენკის ქარიზმა და მიმზიდველობა, ჯესის აიძულებს იწამოს, რომ ის “იდეალური მამაკაცია”, მაგრამ სინამდვილეში ჰენკის სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობა აწუხებს, რის გამოც იგი მედიკამენტების უსასრულო ასორტიმენტს იღებს. ერთ ღამეს, როდესაც ჰენკი გადაწყვეტს თავისი ჯამრთელობის პრობლემებზე ჯესის უამბოს, ის მას კუნძულზე საქმიანი მოგზაურობის შეთავაზებით აოცებს. მათ ურთიერთობაში ამ ნაბიჯით გაოცებული, ჩვენი არცთუ ისე დალაგებული მთავარი გმირი თავისი საიდუმლოს გამხელას ცოტა ხნით გადადებს. თუმცა შორეულ კუნძულზე ჩამოსვლისას, საცოდავი ჰენკი აღმოაჩენს, რომ მას წამლების წაღება დაავიწყდა. აქედან იწყება მთელი ქაოსი და კომედია, რადგან ჰენკის უკვე აღარ შეუძლია გააკონტროლოს მისი სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები.

გამოსვლის წელი: 2020

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: მექსიკა

ჟანრი: კომედია

რეჟისორი: Diego Kaplan

მსოფლიო პრემიერა: 21 თებერვალი

მსახიობები: Brooke Shields, Brian Baumgartner, Jason Alexander, James Maslow, Jaime Camil, Sandra Echeverría, Pamela Almanza, Luis Arrieta, Juan Soler, Daniel Tovar, Marco Antonio Aguirre, Kevin Holt, Ana Belena.

5/5 - (12)