შუშა / Glass

О t
შუშა

ფილმი 2000 წლის “გაუტეხავის” და 2016 წლის “სპლიტის” (გახლეჩილი) პირდაპირი სიქველია, სადაც მოვლენები “სპლიტის” ფინალის შემდეგ ვითარდება. ფსიქიატრი ელის სტეიპლი, განსაკუთრებული ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებს მკურნალობს, რომლებიც თავს სუპერშეშაძლებლობების მფლობელებად მიიჩნევენ. ელისის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს პაცინტებთან – კევინ კრამბი, იდენტობის დისოციაციური აშლილობით დაავადებული და ზეშესაძლებლობების მქონე იდუმალი მამაკაცი მეტსახელად “მხეცი”, ასევე ინვალიდი-ტერორისტი ელაიჯა პრაისი, იშვიათი დაავადების გამო მეტსახელად “მისტერ შუშა” და მოხუცი სუპერგმირი დევიდ დანი, რომელიც არა მხოლოდ წარმოუდგენელ ძალას და ამტანობას ფლობს, არამედ ასევე ადამიანების აზრების წაკითხვა შეუძლია და მხოლოდ ერთი შეხებით მისი ბნელი წარსულის შესახებ გებულობს. ფსიქიატრი სტეიპლი, დარწმუნებულია, რომ მან იცის, თუ როგორ უნდა განკურნოს ამ უჩეულო ადამიანების ფსიქიკური გადახრა, და მათ ერთ კლინიკაში მოთავსებას გადაწყვეტს, მაგრამ მას წარმოდგენა არ ქონდა ამ დამღუპველი გადაწყვეტილების შედეგებზე. მისტერ შუშა, რომელსაც მხეცის უკიდურესი ძალის გამოყენება სურს, მასში კევინს გააღვიძებს და მისი დახმარებით კლინიკიდან გაიქცევა, ხოლო მას დევიდ დანი დაუპირისპირდება, რომელიც კეისი კუკთან გაერთიანებს ძალებს – მხეცის მიერ გატაცებულთაგან ერთადერთი გადარჩენილი გოგონა.

RUS-თრეილერი: შუშა / Glass

ENG-თრეილერი: შუშა / Glass


გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: დრამა, საშინელება, დეტექტივი, ფანტასტიკა, თრილერი

რეჟისორი: M. Night Shyamalan

მსოფლიო პრემიერა: 16 იანვარი

მსახიობები: James McAvoy, Anya Taylor-Joy, Bruce Willis, Samuel L. Jackson, Sarah Paulson, Spencer Treat Clark, Luke Kirby, Charlayne Woodard, Rob Yang, Jane Park Smith, Kyli Zion, Adam David Thompson, Shayna Ryan, Shayna Ryan, Marisa Brown, Diana Silvers.

5/5 - (8)