ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და მოგვითხრობს ცხოვრებაზე, უფრო სწორად კი ჟაკლინ კენედის ცხოვრების ოთხ დღეზე. იგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ოცდამეთხუთმეტე პრეზიდენტის ჯონ კენედის მეუღლე. ფიმის სიუჟეტი ნათელს ჰფენს, 1963 წელს, 22 ნოემბერს კენედის მკვლელობის შემდეგ პირველ ოთხ დღეში მომხდარ მოვლენებს.
მსახიობი ნატალი პორტმანი, რომელმაც ითამაშა ფილმში მთავარი როლი ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში როლი მის კარიერაში, რადგან ყველამ კარგად იცის, თუ რანაირი იყო ჟაკლინ კენედი და ძალიან ძნელია მისთვის მას თავი შეადაროს.
გამოსვლის წელი: 2016
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ, ჩილე, საფრანგეთი
ჟანრი: ბიოგრაფიული, დრამა
რეჟისორი: Pablo Larraín
მსოფლიო პრემიერა: 7 სექტემბერი
მსახიობები: Natalie Portman, Peter Sarsgaard, Greta Gerwig, Billy Crudup, John Hurt, John Carroll Lynch, Richard E. Grant, Max Casella, Sunnie Pelant, Beth Grant, Corey Johnson, Georgie Glen, Caspar Phillipson, Marla Aaron Wapner, David Caves.