კატასტროფული არტისტი / The Disaster Artist (The Masterpiece)

О t
კატასტროფული არტისტი

ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ ტრაგიკომიკურ ისტორიას 2003 წელს ტომი ვაისის საკულტო დრამის “ოთახი”-ს შექმნის შესახებ, რომელსაც კინო ისტორიაში ხშირად ყველაზე ცუდ ფილმს უწოდებენ, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და წამყვანი მსახიობი თავად იყო. ალოგიკური ფრაგმენტული სიუჟეტი, მსახიობების აბსურდული დიალოგები და უვარგისი თამაში კრიტიკოსების დასაცინი გახდება, თუმცა მოგვიანებით ფილმა “ცუდი ფილმების” საკულტო სტატუსი და ტიტული “მოქალაქე კეინი” მოიპოვა.

10 წლის შემდეგ, გრეგ სესტერო, რომელმაც ფილმში მარკის როლი ითამაშა, გამოაქვეყნა მემუარები სახელწოდებით “The Disaster Artist”, სადაც ლეგენდარული ფილმის შექმნის ისტორიას ნათელი მოჰფინა, ასევე ისაუბრა ექსცენტრიულ ტომი ვაისისთან მის ურთიერთობაზე (რომელიც დღმდე დარწმუნებულია, რომ შედევრი გადაიღო). 2014 წლის თებერვალში კომპანია სეტ როგენმა წიგნის ეკრანიზაციაზე უფლებები შეიძინა, ხოლო რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულელებლი ჯეიმს ფრანკო გახდა.

RUS-თრეილერი: კატასტროფული არტისტი / The Disaster Artist (The Masterpiece)
ENG-თრეილერი: კატასტროფული არტისტი / The Disaster Artist (The Masterpiece)

გამოსვლის წელი: 2017

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: ბიოგრაფიული, კომედია, დრამა

რეჟისორი: James Franco

მსოფლიო პრემიერა: 12 მარტი

მსახიობები: Alison Brie, Zoey Deutch, James Franco, Lizzy Caplan, Zac Efron, Bryan Cranston, Dave Franco, Dylan Minnette, Kristen Bell, Eliza Coupe, Seth Rogen, Josh Hutcherson, Sharon Stone, Adam Scott, Judd Apatow.

5/5 - (5 votes)