პირველი ოსკარი / Первый Оскар (Perviy Oscar / First Oscar)

О t
პირველი ოსკარი

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული სამხედრო დრამა, დოკუმენტური ფილმის გადაღების შესახებ, რომელმაც 1943 წელს საბჭოთა კავშირის კინოს ისტორიაში პირველი ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო “ოსკარი” მიიღო. ფილმში მოვლენები 1941 წელს, დიდი სამამულო ომის დასაწყისში ვითარდება და 20 წლის სტუდენტი-ოპერატორების, ივანის და ლევის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც არა მხოლოდ საუკეთესო ოპერატორის ტიტულისთვის, არამედ მომავალი მსახიობის, ულამაზესი იუნას ყურადღებისთვისაც იბრძვიან. მოსკოვთან საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მათ მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად ევაკუაცის სთავაზობენ, მაგრამ ბიჭები უარს ამბობენ და ფრონტზე მიდიან. იუნა თავის სამსახიობო უნარებს ავლენს საკონცერტო ჯგუფში, ხოლო ბიჭები ფირზე დაფიქსირებით, ომის ქრონიკას ასახავენ. ტყვიების ქვეშ მყოფი ახალგაზრდა გმირები აქაც კი განაგრძობენ მეტოქობას. თუმცა, საბჭოთა მოქალაქეების ომის, სიკვდილისა და გმირობის საშინელი სურათები მათ როგორც საკუთარ თავზე, ისე თავიანთ შემოქმედებაზე სხვანაირად შეხედვას აიძულებს.

გამოსვლის წელი: 2022

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: რუსეთი

ჟანრი: დრამაისტორიულისამხედრო

რეჟისორი: Сергей Мокрицкий

მსოფლიო პრემიერა: 24 მარტი

მსახიობები: Тихон Жизневский, Антон Момот, Дарья Жовнер, Андрей Мерзликин, Никита Тарасов, Василий Мищенко, Михаил Брашинский, Алексей Колган, Станислав Стрелков, Лев Малишава, Пётр Акимов, Эльвира Синельник, Майкл Лернер, Остин Басис, Роберт Л. Уилсон, Таисса Цвайтер, Эдди Винсент, Дэниэл Ленч, Мэнди Читэм, Колин Дженнингс, Мэтт Лаган, Пол Дин-МакКриллис, Джордан Лэш.

5/5 - (1)