კეთილი ბატონის ჩიტი (სეზონი 1) / The Good Lord Bird

О t
კეთილი ბატონის ჩიტი

ამერიკელი მწერლის ჯეიმს მაკბრაიდის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული სამხედრო დრამა, რომელშიც მოვლენები ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის ყველაზე რთულ პერიოდში – 1850-იან წლებში, ისტორიული დაპირისპირების დასაწყისში – ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. მონობის გაუქმების ბრძოლის ადგილად კანზასი იქცევა, და სწორედ ის მოახდენს საერთო დიდი ომის პროვოცირებას. “სისხლიანი კანზასი” – ასე უწოდებენ შეტაკებების დასაწყისში განვითარებულ მოვლენებს. სწორედ აქ მოხდა მონობის პირველი მოწინააღმდეგეების და მომხრეების დაპირისპირება. სერიალი შავკანიანი ახალგაზრდა მონის სახელად ონიონის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ცნობილ აბოლიციონისტს, ჯონ ბრაუნს გაიცნობს და მონობის გაუქმებისთვის მებრძოლი მისი პატარა გუნდის წევრი გახდება. 1958 წელს, კანზასში, გმირები თავს ესხმიან ჰარპერს-ფერის სამხედრო საწყობს. თუმცა, ამბოხებულთა თვდასხმა მონების აჯანყებას ვერ შეძლებს, როგორც ისინი ფიქრობდნენ. მაგრამ ამ თამამმა მოქმედებამ დასაბამი მისცა მოვლენებს, რამაც თანდათანობით სამოქალაქო ომის დაწყება განაპირობა.

გამოსვლის წელი: 2020

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: სერიალი, დრამა, სამხედროისტორიული

რეჟისორი: Albert Hughes, Haifaa Al-Mansour

მსოფლიო პრემიერა: 9 აგვისტო

მსახიობები: Ethan Hawke, Joshua Caleb Johnson, Beau Knapp, Mo Brings Plenty, Nick Eversman, Jack Alcott, Ellar Coltrane, Hubert Point-Du Jour, Daveed Diggs, Orlando Jones, David Morse, Wyatt Russell, Adam Shapiro, Steve Zahn, McKinley Belcher III, Quentin Plair, Aaron Angus, George Boaitey, Jacob Brankley, Rafael Casal, Oz Keenum, Miles Mussenden, Jerrell Pegram, David Abernethy, Natalie Cassell.

5/5 - (1)