კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დედამიწაზე (სეზონი 1) / Welcome to Earth

О t
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დედამიწაზე

ქარიზმატული კინოვარსკვლავი – უილ სმითი, შთამბეჭდავ გლობალურ მოგზაურობას იწყებს, რათა ბუნების ყველაზე უცნაური და აუხსნელი ფენომენების საიდუმლოებები გამოავლინოს. თითოეულ ეპიზოდში სმითი, რომლის ცნობისმოყვარეობა და გაოცება ნამდვილად გადამდებია, პლანეტის ყველაზე უცნაური, უჩვეულო, საშიში და თვალწარმტაცი ღირსშესანიშნაობების შესასწავლად, National Geographic Explorers–ის მკვლევარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობას ხელმძღვანელობს. მათი მისია – ადამიანის აღქმის მიღმა მდებარე საგნების და ადგილების ძებნაა: ფარული სამყაროები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ვყნოსავთ, ვისმენთ ან შევიგრძნობთ. მხოლოდ მოწინავე ტექნოლოგიის დახმარებით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ბუნების ეს საოცრებები, სადაც სმითი აღმოაჩენს, რომ ჩვენ ირგვლივ არის ფარული სამყაროები, უკიდურესი კუთხეებიდან ჩვენს სახლამდე. ის გაიგებს, თუ როგორი დიდი გავლენა აქვს უმცირეს დეტალებს იმ ადგილისთვის, რომელსაც ჩვენ სახლს ვეძახით. ეს არის დედამიწა, რომელიც ასეთი თქვენ არასოდეს არ გინახავთ.

გამოსვლის წელი: 2021

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: სერიალი, დოკუმენტური, სათავგადასავლო

რეჟისორი: Darren Aronofsky

მსოფლიო პრემიერა: 18 დეკემბერი

მსახიობები: Will Smith.

5/5 - (2)