ველური ჯადოქარი / Vildheks (Wildwitch)

О t
ველური ჯადოქარი

ლინი კობერბელის ფენტეზური-ბესტსელერის ეკრანიზაცია 12 წლის გოგონას კლარას შესახებ, რომელსაც ერთ დღეს უცნაური შავი კატა შეხვდება და დაკაწვრას, რის შემდეგაც გოგონა სერიოზულად დასნეულდება. დედა მისი ავამდყოფი ქალიშვილის თავის დასთან ისასთან წაყვანას გადაწყვეტს. ისა – ველური ჯადოქარია, რომელიც ტყეში მის ერთგულ მეგობარ ძაღლთან ტამპოსთან და ბუსთან ტუტუსთან ერთად ცხოვრობს. კლარა გაიგებს, რომ ისიც – ჯადოქარია, რომელიც ძლევამოსილი ჯადოქრების უძველეს კლანს მიეკუთვნება, რომელთა ძალა ბუნებასთან არის დაკავშირებული. ხოლო ის კატა, რომელმაც იგი დაკაწრა – მისი მაგიური მეგობარი-ცხოველია, და ბოროტი ჯადოქრისგან ცდილობდა მის დაცვას. გოგონა ცხოველებთან საუბრის ჯადოსნურ უნარს იძენს და თანდათანობით თავისი ძალის გამოყენებას სწავლობს. ახლა კლარას ბოროტ ჯადოქართან მოუწევს ბრძოლა, რომელიც ძალას იკრებს და საფრთხეს უქმნის ყველა ცოცხალს. მის ჯადოქარ-დეიდასთან და მეგობრებთან ერთად კლარა საშიში, საინტერესო, თავგადასავლებით და სასწაულებით სავსე მოგზაურობაში მიდის.

RUS-თრეილერი: ველური ჯადოქარი / Vildheks
DK-თრეილერი: ველური ჯადოქარი / Vildheks

გამოსვლის წელი: 2018

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: დანია, ნორვეგია, უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა

ჟანრი: საოჯახო, ფენტეზი

რეჟისორი: Kaspar Munk

მსოფლიო პრემიერა: 2 ოქტომბერი

მსახიობები: Gerda Lie Kaas, Sonja Richter, Signe Egholm Olsen, Vera Mi Fernandez Bachmann, Albert Werner Rønhard, May Simón Lifschitz, Henrik Mestad, Vera Torpp Larsson, Elvira Glahn, Marie Lund Asholt, Martin Hylander Brucker, Kit Eichler, Emma Karla Munk Henriksen, Peder Holm Johansen, Ulla Jessen.

5/5 - (8)