ვერონიკა: ეშმაკით შეპყრობილი / Verónica (El expediente)

О t
ვერონიკა: ეშმაკით შეპყრობილი

ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე, რომელიც 1991 წელს მადრიდში მოხდა. ვერონიკა, ლამაზი და მხიარული უფროსკლასელი გოგონა, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ რითი დასრულდებოდა მისთვის ის, რაც იგი თავიდან უწყინარ თამაშად თვლიდა. მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი ქალიშვილი ვერონიკა ვერ ეგუება მისი მამის ტრაგიკულ სიკვდილს და დედის მძიმე მდგომარეობას. იგი დედისგან ფარულად ოკულტურ რიტუალში უიჯი “ეშმაკის დაფა” იღებს მონაწილეობას. გოგონა უნებლიეთ თავის სახლში უშვებს არა მხოლოდ გარდაცვლილი მამის მოჩვენებას, არამედ ასევე იმქვეყნიურ ბოროტ ძალებს, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან მის ახლობლებს და მას ცხოვრებას კოშმარად უქცევენ. ამ პარანორმალური მოვლენების მოწმე რამდენიმე ადამიანი გახდა, რომელიც პოლიციის ოქმში ოფიციალურა იქნა დაფიქსირებული.

RUS-თრეილერი: ვერონიკა: ეშმაკით შეპყრობილი / Verónica
ESP-თრეილერი: ვერონიკა: ეშმაკით შეპყრობილი / Verónica

გამოსვლის წელი: 2017

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: ესპანეთი

ჟანრი: საშინელება

რეჟისორი: Paco Plaza

მსოფლიო პრემიერა: 25 აგვისტო

მსახიობები: Sandra Escacena, Bruna González, Claudia Placer, Iván Chavero, Ana Torrent, Consuelo Trujillo, Ángela Fabián, Carla Campra, Chema Adeva, Miranda Gas, Luis Rallo, Nayara Feito, Carlos Cristino, Samuel Romero.

4.9/5 - (10)