ღმერთების ხეობა / Valley of the Gods

О t
ღმერთების ხეობა

ფილმში სამი დრამატული ამბავია გადაკვეთილი. პირველი, ინდიელი ნავაჰოელების არქაული ლეგენდაა, რომელიც მოგვითხრობს მათი მიწის და ღმერთების შესახებ, რომლებიც ღმერთების ხეობად წოდებულ, კლდის ქანდაკებების სახით ხეობაში ბინადრობენ. მეორე – ყველაზე მდიდარი ადამიანის, უეს ტაუროსის ამბავია, რომელიც საკუთარ თავზე შესაძლებლობების ექსპერიმენტებს ატარებს, რაც მას განუსაზღვრელ ფულს აძლევს. პირადი ტრაგედის გადატანის შემდეგ, ტაუროსი მსოფლიოსგან განმარტოვებით ცხოვრობს და დროდადრო ჩნდება საზოგადეობაში, მაგრამ სინამდვილეში ის ადამიანი, რომელსაც ყველა ხედავს, მისი ორეულია. მესამე – მწერლის ჯონ ეკასის ამბავია, რომელიც ტაუროსის ფირმაში კოპირაიტერად მუშაობს, რომლის უკონტროლო წარმოსახვა მის რეალობას “აუმჯობესებს”, რასაც იგი ფანტასტიკურ სამყაროში გადაჰყავს. მეუღლესთან მტკივნეული დაშორების შემდეგ, ჯონი თავისი ბოსის ბიოგრაფიის წერას იწყებს და მის მამულში მიწვევას მიიღებს. ამავე დროს ურანის საბადოს ექსპლუატორი, ტაუროსის ფირმა, ღმერთების ხეობას ყიდულობს, რათა წმინდა მიწაზე გვირაბები ააშენოს. ნავაჰოს წინპრების სიმშვიდის დაერღვევა გამოიწვევს იმას, რომ კლდეები შურისმაძიებელს შობს.

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინი: IMDb

ქვეყანა: პოლონეთი, ლუქსემბურგი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: Lech Majewski

მსოფლიო პრემიერა: 17 სექტემბერი

მსახიობები: John Malkovich, Josh Hartnett, Jaime Ray Newman, Bérénice Marlohe, Keir Dullea, Tokala Black Elk, Saginaw Grant, Joseph Runningfox, Steven Skyler, John A. Lorenz, Marek Probosz, Cris D’Annunzio, David L. Price, Lech Dyblik.

5/5 - (1)