სახე / Twarz (Mug)

О t
სახე

ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე “ვერცხლის დათვით” დაჯილდოვებული პოლონური სოციალური დრამა, რომლის სიუჟეტის ცენტრში ახლგაზრდა მეამბოხე მამაკაცი იაცეკია, რომელიც მის კონსერვატიულ და მორწმუნე ოჯახთან ერთად პოლონეტში პატარა სოფელში ცხოვრობს, იგი დიდ ქალაქში გაქცევაზე და როკ-ვარსკვლავობაზე ოცნებობს. სოფელთან ახლოს მსოფლიოში ქრისტეს უდიდეს ძეგლის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც მთავარი გმირი მუშაობს, და ზუსტად იქ დატრიალდება ტრაგედია: იაცეკი უზარმაზარი სიმაღლის საყრდენიდან გადმოვარდება. ის სასწაულებრივად გადარჩება, მაგრამ ექიმებს მისთვის უცხო ადამიანის სახის გადანერგვა მოუწევთ. ოპერაციის და მძიმე აღდგენის შემდეგ, ყოფილი ლამაზმანი გარიყულად გადაიქცევა, რომელიც არც მშობლები და არც საცოლე მას არ აღიარებს. ახალ სახესთან შეგუება არც მას და არც მის გარემოცვას არ შეუძლია შეგუება, მხოლოდ მისი და ცდილობს გულწრფელად დაეხმაროს იაცეკს.

RUS-თრეილერი: სახე / Twarz

PL-თრეილერი: სახე / Twarz


გამოსვლის წელი: 2018

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: პოლონეთი

ჟანრი: კომედია, დრამა

რეჟისორი: Malgorzata Szumowska

მსოფლიო პრემიერა: 23 თებერვალი

მსახიობები: Mateusz Kosciukiewicz, Agnieszka Podsiadlik, Malgorzata Gorol, Roman Gancarczyk, Dariusz Chojnacki, Robert Talarczyk, Anna Tomaszewska, Martyna Krzysztofik, Iwona Bielska, Tadeusz Bragiel, Pawel Browczuk, Katarzyna Chlebny, Juliusz Chrzastowski, Wojciech Citak, Krzysztof Ciureja.