კელის ბანდის ნამდვილი ამბავი / True History of the Kelly Gang

О t
კელის ბანდის ნამდვილი

ფილმში მოვლენები ავსტრალიაში, XIX საუკუნის ბოლოს ვითარდება და ირლანდიელი ემიგრანტების ღარიბი ოჯახიდან ლეგენდარული ნედ კელის დრამატული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ერთ დღეს ისე მოხდება, რომ მოზარდ ნედს ცრუ ბრალდებით დააკავებენ და ციხეში ჩასვავენ. ახალგაზრდა მთავარი გმირი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გადაწყვეტს, რომ კანონი უსამართლოა და ბანდას შეკრებს, სადაც თავის ძმას დენის უხმობს. კელის ბანდა მატარებლებს და ბანკებს ძარცვავდა, რომლის სახელის გაგება პოლიციელებში განრისხებას იწვევდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ყაჩაღი იყო, არამედ იმის გამო, რომ კანონის დარღვევით, იგი უბრალო ადამიანებს ეხმარებოდა – ღარიბებს ფულს ურიგებდა, რათა მათ ბანკის ვალები გადაეხადათ, ან პირდაპირ ბანკებს წვავდა. მას მეტსახელი “ავსტრალიელი რობინ ჰუდი” შეარქვეს. მზარდი ჯილდოს მიუხედავად, ხალხი კელის მხარს უჭერდა და პოლიციაში არ აბარებდა. მალე ნედ კელი და მისი ბანდა ავსტრალიაში ყველაზე ძებნილი ადამიანები გახდებიან…

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: ავსტრალია, ინგლისი

ჟანრი: ბიოგრაფიული, კრიმინალი, დრამავესტერნი

რეჟისორი: Justin Kurzel

მსოფლიო პრემიერა: 11 სექტემბერი

მსახიობები: George MacKay, Essie Davis, Nicholas Hoult, Orlando Schwerdt, Thomasin McKenzie, Sean Keenan, Earl Cave, Marlon Williams, Louis Hewison, Chalie Hunnam, Russell Crowe, James Ao, Josephine Blazier, Amy Christian, Jacob Collins-Levy.

5/5 - (7)