ფილმში მეორე მსოფლიო ომი თანამედროვე ევროპაშია გადატანილი და არალეგალური მიგრანტების გარშემო ვითარდება, ხოლო ვეჰრმახტის სადამსჯელო ოპერაციების ნაცვლად, ფილმი არალეგალი-ლტოლვილების წინააღმდეგ პოლიციელების რეიდებს ასახავს. მთავარი გმირი სახელად გეორგი, ბოლო მომენტში ახერხებს, ფაშისტური პარიზიდან მარსელში გაქცევას. მაგრამ მარსელში მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ დარჩნენ, ვინც დაამტკიცებს, რომ ის შემდგომში ქალქიდან წავა, ეს იმას ნიშნავს, რომ პოტენციურ ქვეყანაში შესვლელად ნებართვა არის აუცილებელი. მთავარ გმირს ამის გაკეთება ადვილად შეუძლია, რადგან მის ბარგში მექსიკის საელჩოს მიერ ვიზის გაცემის გარანტია და მწერალ ვაიდელიას დოკუმენტებია, რომელმაც თავი მოიკლა. გემის ბილეთის მიღბის იმედით, გეორგი ვაიდელიას სახელის ტარებას გადაწყვეტს, და ეს მას ქალაქში თავისუფლად გადაადგილების საშვალებას აძლევს. ტოლვილები პატარა სასტუმროს დერეფნებში, საკონსულოს მოსაცდელ ოთახში, კაფეებში და ბარებში ურთიერთობენ, სადაც გეორგი მისი მეგობრის ვაჟს დრისის დაუმეგობრდება, რომელიც გაქცევის მცდელობის დროს დაიღუპა. შემდეგ იგი იდუმალ ქალს მარიას შეხვდება და შეუყვარდება, რომელიც თავის დაკარგულ ქმარს ეძებს – ადამიანი, რომლის ვინაობაც გეორგიმ მოიპარა.
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: გერმანია, საფრანგეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: Christian Petzold
მსოფლიო პრემიერა: 17 თებერვალი
მსახიობები: Franz Rogowski, Paula Beer, Godehard Giese, Lilien Batman, Maryam Zaree, Barbara Auer, Matthias Brandt, Sebastian Hülk, Emilie de Preissac, Antoine Oppenheim, Louison Tresallet, Justus von Dohnányi, Alex Brendemühl, Trystan Pütter, Ronald Kukulies.