ფენტეზური სერიალი, რომელშიც მოვლენები 1989 წელს ვითარდება, როდესაც 43 ქალი, რომლებიც აქამდე ორსულები არ იყვნენ, მოულოდნელად და ერთდროულად ზეშესაძლბლობებით დაჯილდოებულ ბავშვებს აჩენენ. უცხოპლანეტელი მილიარდელი-ბიზნესმენი, რომელიც სერ რეჯინალდ ჰარგრივსის საფრქვეშ იმალება, შვიდ ახალშობილს იშვილებს და სუპერგმირებისგან შემდგარ აკადემია ამბრელას შექმნის, სადაც ჰარგრივსი თავის “შვილებს” სამყაროს უცნობი საფრთხისგან გადასარჩენად ამზადებს. მაგრამ რაღაც გეგმის მიხედვით არ წარიმართება და აკადემია დაიშლება. ჰარგრივსი სიკვდილის შემდეგ, გმირები შეიკრიბებიან, რათა მათი მამის სიკვილის საიდუმლო გამოიძიონ და სამყაროს გადარჩენის საქმე გააგრძელონ. თუმცა გლობალური აპოკალიფსის გარდაუვალი საფრთხის ფონზე, გაუცხოებული ოჯახი თავიანთი განსხვავებული ხასიათისა და შესაძლებლობების გამო კვლავ დაშლას იწყებს.
გამოსვლის წელი: 2019
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: სერიალი, ბოევიკი, ფენტეზი
რეჟისორი: Andrew Bernstein, Peter Hoar, Ellen Kuras
მსოფლიო პრემიერა: 15 თებერვალი
მსახიობები: Aidan Gallagher, Cameron Britton, Eden Cupid, Cameron Brodeur, Ethan Hwang, Tom Hopper, David Castañeda, Robert Sheehan, Emmy Raver-Lampman, Adam Godley, T.J. McGibbon, Ellen Page.