ჰაივეიმენი – უკანასკნელი ჩასაფრება / The Highwaymen

О t
ჰაივეიმენი - უკანასკნელი ჩასაფრება

ნამდვილი ამბავი, რომელშიც მოვლენები გასულის საუკუნის 30-იან წლებში შეერთებულ შტატებში ვითარდება, როდესაც ყველასთვის კარგად ცნობილი მძარცველები – ბონი და კლაიდი იწყებენ ბანკების, პატარა მაღაზიების და ბენზინგასამართი სადგურების ძარცვას. ფილმი ლეგენდარული ყოფილი ტეხასელი რეინჯერის, ფრენკ ჰამერის (კევინ კოსტნერი) და მისი პარტნიორის მანი გოლტის (ვუდი ჰარელსონი) შესახებ მოგვითხრობს, როცა ქვეყნის ყველაზე ცნობილი ბოროტმოქმედების, ბონი და კლაიდის დასაპატიმრებლად FBI-ის ძალა საკამრისი არ აღმოჩნდება, ყოფილ რეინჯერებს რამდენიმე ბანკის ხელმძღვანელი დაიქირავებს. ახლა გმირები საკუთარ ინსტინქტებსა და ძველი სკოლის უნარებს უნდა დაეყრდნონ, რათა თავიანთი დავალება შეასრულონ. ითვლება, რომ ბანდიტების ბრალით სულ ცოტა 13 პოლიციელი და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხოლო თავად ბონი და კლაიდი დაპატიმრების დროს დაიღუპებიან. მათი მიმართულებით 167 ტყვია იქნა გასრლილი, რომელთაგან 110 მათ მოხვდათ.

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: კრიმინალი, დრამა, დეტექტივი, თრილერი

რეჟისორი: John Lee Hancock

მსოფლიო პრემიერა: 10 მარტი

მსახიობები: Kevin Costner, Woody Harrelson, Kathy Bates, Kim Dickens, John Carroll Lynch, W. Earl Brown, Thomas Mann, David Furr, Jesse C. Boyd, Jane McNeill, Billy Slaughter, David Dwyer, Jason Davis, Josh Caras, Brian F. Durkin.

5/5 - (9)