ახალგაზრდა დოქტორ ალექს ჰოფმანი ინვესტორებისთვის, ხელოვნური ინტელექტის მართვის სისტემას შექმნის, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე შიშს იყენებს, მუშაობს ელვის სისწრაფით და პალარელურად დიდი მოგება მოაქვს. დაპირება მილიარდებია, მდიდრები მზად არიან კიდევ უფრო გამდიდრდნენ… მაგრამ ეს ის დღე არ აღმოჩნდება, რომელიც ალექსმა და ჰიუგომ დაგეგმეს. ამას მოგონებებით და პარანოიდული ფანტაზიებით გაჯერებული ალექსის ცხოვრების ყველაზე უარესი 24 საათიანი საშინელი მოგზაურობა მოჰყვება, რაც აიძულებს მას ეჭვქვეშ დააყენოს ყველაფერი. ჟენევის ფინანსურ უბანში მცხოვრები, მთავარი გმირის საღი აზრი შეირყევა მას შემდეგ, რაც მას საკუთარ სახლში თავს დაესხმება ადამიანი, რომელმაც მისი უსაფრთხოების ყველა კოდი იცის. კიდევ რამდენიმე აუხსნელი შემთხვევის შემდეგ, ალექსი დარწმუნდება, რომ შეთქმულების მსხვერპლია. მაგრამ როდესაც მისი წარსულის საიდუმლოებები გამოაშკარავდება, ყველაფერი თავდაყირა დადგება. ახლა დეტექტივი ლეკლერკი, რომელსაც ალექსის საქმის გამოძიება დაევალება, მთელი ძალებით ცდილობს სიმართლე გამოავლინოს.
გამოსვლის წელი: 2022
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: David Caffrey
მსოფლიო პრემიერა: 18 თებერვალი
მსახიობები: Jerry Killick, Hans Peterson, Arsher Ali, Josh Hartnett, Aïssa Maïga, Leila Farzad, Grégory Montel, Roderick Hill, Derek Siow, Ágota Dunai, Kevin Ezekiel Ogunleye, Harry Szovik, Donald Sage Mackay, Jeremy Wheeler, Kembe Sorel, Thanh-Huy Phan, Nick Wittman, Ákos Inotay, Zsófia Miklós, Adam Boncz, Csaba Gosztonyi.