მამა / The Father

О t
მამა

ამავე სახელწოდების პიესაზე დაფუძნებული თანამედროვე ფრანგი დრამატურგის, ფლორიან ზელერის სადებიუტო ფილმი, რომელიც კოგნიტური ფუნქციის მოშლით დაავადებული ლონდონში საკუთარ სახლში მარტო მცხოვრები 80 წლის მამაკაცის, ენტონის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ქალიშვილი ენი სასწრაფოდ ეძებს ადამიანს, რომელიც მამამისს მოუვლის, რადგან თავად პარიზში აპირებს გადასვლას. მაგრამ ენტონი მისი ქალიშვილის მიერ შემოთავაზებულ ყველა კანდიდატს უარყოფს, და მიიჩნევს, რომ მას მომვლელი არ სჭირდება. ხოლო ენი მოხუცზე წუხს და დანაშაულს განიცდის, რომ მას პარიზში საყვარელ ადამიანთან ცხოვრების შესაძლებლობის გამო ტოვებს. მაგრამ მთელი რიგი მოვლენების შემდეგ, როდესაც ახალი მიმზიდველი მომვლელი ლაურა თავისი მოვალეობის შესრულებას იწყებს, მოხუვი ენტონის მდგომარეობა პროგრესირდება, ის ჯიუტი თავშეკავებული ადამიანიდან აგრესიულ და საეჭვო უცხოდ გადაიქცევა, რომელიც რეალობასთან კავშირს კარგავს და მომხდარი ფაქტების გაცნობიერებას ცდილობს, რაც მას და მისთვის ახლობელ ადამიანებს დაბნეულობამდე და სასოწარკვეთამდე მიიყვანს.

გამოსვლის წელი: 2020

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: ინგლისი, საფრანგეთი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: Florian Zeller

მსოფლიო პრემიერა: 27 იანვარი

მსახიობები: Olivia Colman, Anthony Hopkins, Mark Gatiss, Olivia Williams, Imogen Poots, Rufus Sewell, Ayesha Dharker, Roman Zeller, Ray Burnet, Adnan Kundi.

5/5 - (2)