ოჯახური დრამა ქალზე სახელად ტარა, რომლის ექსტრაორდინალური გადაწყვეტილება, მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. ტარას თავისი ოჯახი ყველაზე ძალიან უყვარს, მისი ცხოვრება, ერთი შეხედვით, სრულყოფილია. მაგრამ იგი ხაფანგში გამომწყვდეულად გრძნობს თავს. მის ცხოვრებას თითქოს, რაღაც ფუნდამენტური აკლია. რაღაც შეუსრულებული. რაღაც უცნობი. როდესაც მის მეგობრებს და ოჯახს არ შეუძლია ტარას სასოწარკვეთილების სიღრმის გაგება, მისი იდეები და გრძნობები იმდენად დამათრგუნებელი გახდება, რომ იგი გაქცევს გადაწყვეტს, რათა იპოვოს ადგილი, სადაც ის კვლავ შეძლებს იყოს ისეთი, როგორიც სინამდვილეში არის. ტარა მის მეუღლეს და შვილებს მიატოვებს და გაბედულ და სახიფათო მოგზაურობაში წავა. მთავარი გმირი საკუთარ თავში აღმოაჩენს ქალს, რომელიც ის ნამდვილად არის, რასაც ის ნამდვილად გრძნობს და ნამდვილად სურს…
გამოსვლის წელი: 2017
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: ინგლისი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: Dominic Savage
მსოფლიო პრემიერა: 12 სექტემბერი
მსახიობები: Gemma Arterton, Dominic Cooper, Frances Barber, Marthe Keller, Montserrat Lombard, Jalil Lespert, Laura Donoughue.