ბავშვთა აქტი / The Children Act

О t
ბავშვთა აქტი

დრამატული ამბავი განქორწინების ზღვარზე მყოფი ბრიტანეთის უზენაისი სასამართლოს გამოჩენილი მოსამართლის ფიონა მეის შესახებ, რომელმაც სასამართლოზე 18 წლის ადამ ჰენრის ბედი უნდა გადაწყვიტოს. ადამი რელიგიური ოჯახიდან განუკურნებელი სენით დაავადაბული მოზარდია, რომელსაც სასწრაფოდ სისხლის გადასხმა სჭირდება. მაგრამ ადამი და მისი მშობლები, იეჰოვას მოწმეები არიან, რომლებიც ოპერაციაზე უარს იტყვიან, რადგან ეს მათ რელიგიას ეწინააღმდეგება. მოსამართლე ფიონა მეი, ვისთანაც ეს საქმე მოხვდება, მის პირად ცხოვრებაში პრობლემების მიუხედავდ, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს და არაორდინარულ ნაბიჯს გადადგამს. იგი სასამართლო პროცესისი შესაჩერებლად, ადამს საავადმყოფოში მოინახულებს. ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ადამი ოჯახს, თავის რწმენასა და იმ საზოგადოებას დაკარგავს, რომელშიც ის დაიბადა და გაიზარდა. გმირებს შორის ღრმა კავშირის და ძლიერი ემოციის ფონზე, ფიონა გამოცდის წინაშე დადგება, რადგან საბოლოო ჯამში მან უნდა გადაწყვიტოს, იცოცხლებს თუ მოკვდება ადამი. რა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდება – ბავშვის სიცოცხლე თუ რელიგიური ფანატიზმი?

გამოსვლის წელი: 2017

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: ინგლისი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: Richard Eyre

მსოფლიო პრემიერა: 9 სექტემბერი

მსახიობები: Emma Thompson, Stanley Tucci, Fionn Whitehead, Ben Chaplin, Jason Watkins, Rosie Cavaliero, Nikki Amuka-Bird, Rupert Vansittart, Anthony Calf, Nicholas Jones, Eileen Walsh, Andrew Havill, Shaquille Ali-Yebuah, Daniel Eghan, Paul Jesson.

5/5 - (9)