ზარი / The Call

О t
ზარი

მოვლენები 1987 წელს პატარა ქალაქში მცხოვრები ოთხი თინეიჯერი მეგობრის გარშემო ვითარდება, რომლებიც იდუმალი მოხუცი წყვილის, ედიტის და ედვარდის სახლის დარბევას გადაწყვეტენ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ედიტი ჯადოქარია. რის შედეგადაც, ედიტი თავს მოიკლავს. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ედვარდი ახალგაზრდა გმირებს სახლში მიიწვევს, სადაც ის მათ ედიტის მიერ მათვის დატოვებული 100 000 დოლარის შესახებ აცნობებს. თუმცა, ამ თანხის მისაღებად მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარი და ხაზზე ერთი წუთით დარჩენაა საჭირო. ვის ვურეკავთ? – კითხულობს ერთ-ერთი მეგობარი. “Ჩემს ცოლს. მან მაიძულა ტელეფონი მასთან ერთად დამემარხა ”, – პასუხობს ედვარდი. ეს მარტივი დავალება მალევე ჯოჯოხეთად გადაიქცევა, როდესაც გმირები ნომერს აკრეფენ და ვიღაც მეორე ბოლოში ყურმილის აიღებს, რაც საბოლოოდ მათ ყველაზე საშინელ კოშმარებს რეალობად აქცევს.

გამოსვლის წელი: 2020

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: საშინელება

რეჟისორი: Timothy Woodward Jr.

მსოფლიო პრემიერა: 2 ოქტომბერი

მსახიობები: Lin Shaye, Tobin Bell, Chester Rushing, Erin Sanders, Mike Manning, Sloane Morgan Siegel, Judd Lormand, Randy J. Goodwin, Brooklyn Anne Miller, Leah Contreras, Toby Leeder, Aidan Bertola, Madeleine Wade, Ciara Hanna, Fred Stoller.

5/5 - (2)