ბიჭი, რომელმაც ქარი მოათვინიერა / The Boy Who Harnessed the Wind

О t
ბიჭი, რომელმაც ქარი მოათვინიერა

უილიამ კამკვამბის და ბრაიან მილერის ნამდვილ ამავე სახელწოდების ამბავზე დაფუძნებული წიგნის ეკრანიზაცია და ჩივეტელ ეჯიოფორის სარეჟისორო დებიუტი – 13 წლის მალაველი ბიჭის უილიამ კამკვამბის დრამატული ამბის შესახებ, რომელიც თავის სანუკვარ ოცნებას აისრულებს, როდესაც ღარიბულ აფრიკულ სოფელში მცხოვრები მთავარი გმირი ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ნაწილებისგან კონსტრუირებული ქარის წისქვილებით, თავის სოფელს გვალვისაგან და შიმშილისგან გადაარჩენს. ბიბლიოთეკაში ფიზიკის სახელმძღვანელოების კითხვისას ნიჭიერი უილიამი გაიგებს, თუ როგორ უნდა მიიღოს ელექტროენერგია ჭიდან წყლის ამოსატუმბად. წიგნში ნანახი ქარის წისქვილის გამოსახულების და ნაგავსაყრელზე ნანახი ჯართის მეშევეობით ახალგაზრა თვითნასწავლი-გამომგონებელი პირველი ქარის გენერატორის შექმნას სამ თვეს მოანდომებს. მოგვიანებით კამკვვამბა კიდევ ოთხი კონსტრუქცია შეექმნა, რომელმაც საბოლოოდ სოფლის მთელი მოსახლეობა ელექტროენერგიით და წყლით უზრუნველყო.

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: ინგლისი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: Chiwetel Ejiofor

მსოფლიო პრემიერა: 25 იანვარი

მსახიობები: Lily Banda, Noma Dumezweni, Chiwetel Ejiofor, Joseph Marcell, Aïssa Maïga, Beatus Ble Msamange, Kelvin Maxwell Ngoma, Maxwell Simba, Lemogang Tsipa.

5/5 - (9)