
მორისი – საზრიანი და მოლაპარაკე ქუჩის დიდი წითური კატაა. ერთ დღეს ის ნიჭიერ მესალამურე ბიჭს კიტის შეხვდება და ასევე უცნაური თაგვების არმიას გაიცნობს, რომლებიც საუბრობენ, ტანსაცმელს ატარებენ და სამოთხის კუნძულზე ოცნებობენ, სადაც თაგვები და ადამიანები ერთად იცხოვრებენ მშვიდად. შედეგად, მორისი ფულის გამომუშავების იდეალურ აფიორას მოიფიქრებს, რომელიც მათთან ერთად ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობს და მოქალაქეებს ვირთხებთან დაკავშირებული უეცარი პრობლემის მოგვარებას სთავაზობს. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგება, როდესაც გმირები ქალაქ ბად-ბლინცში აღმოჩნდებიან და გოგონას, სახელად მალისას შეხვდებიან, რომელსაც ისინი თავგადასავალში მიჰყავს თავისი ქალაქის საიდუმლოს ამოსახსნელად.
გამოსვლის წელი: 2022
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: ინგლისი, გერმანია
ჟანრი: კინო სიახლე, მულტფილმი, საოჯახო
რეჟისორი: Toby Genkel, Florian Westermann
მსოფლიო პრემიერა: 13 თებერვალი
მსახიობები: Hugh Laurie, Emilia Clarke, David Thewlis, Himesh Patel, Gemma Arterton, Joe Sugg, Ariyon Bakare, Julie Atherton, Rob Brydon, Hugh Bonneville, David Tennant.