რუგალი (სეზონი 1) / Rugal

О t
რუგალი

ამავე სახელწოდების პოპულარული ვებტუნის (კორეული კომიქსი) მიხედვით გადაღებული სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერი, ელიტარუი დეტექტივის, სახელად კანგის შესახებ, რომლის საიდუმლო კრიმინალური ორგანიზაციის “არგოსის” დანაშაულების ძიება და მისი ლიკვიდაციის მცდელობა სრული კრახით დასრულდება. მთავარი გმირი თითქმის ყველაფერს დაკარგავს, როდესაც ერთ საღამოს სახლში მისული იქ რამდენიმე ნიღბიან ადამიანს აღმოაჩენს, რომლებიც მის საყვარელ ცოლს და შვილს მოკლავენ. ნაბიჭვრები მთავარ გმირს სცემენ და თვალებს თხრიან. ამის შემდეგ იგი საავადმყოფოში აღმოჩნდება, სადაც მას მკვლელობაში დასდებენ ბრალს. მალე კანგის მის მტრებზე შურისძიების შანსი მიეცემა. მთავარ გმირს ბიოტექნიკის მწარმოებელი საიდუმლო მაღალტექნოლოგიური კომპანია “რუგალი” ეხმარება, რომლებიც კანგის ხელოვნურ ელექტრონულ თვალებს უნერგავენ, რაც გმირს უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს. შედეგად ახალი სუპერშესაძლებლობის მქონე ყოფილი პოლიციელი “არგოსის” წინააღმდეგ ომს იწყებს.

გამოსვლის წელი: 2020

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: სამხრეთ კორეა

ჟანრი: სერიალი, ბოევიკი, კრიმინალი, ფანტასტიკათრილერი

რეჟისორი: Kang Cheol-woo

მსოფლიო პრემიერა: 28 მარტი

მსახიობები: Choi Jin-hyeok, Park Seong-woong, Jo Dong-hyeok, Jeong Hye-in, Han Ji-wan, Kim Min-sang, Park Seon-ho, Kim In-woo, Park Jeong-hak, Kim Da-hyeon, Jang In-seop, Ji Dae-han, Park Choong-seon, Jang Seo-gyeong, Yoo Ji-yeon.

5/5 - (2)