რებეკა / Rebecca

О t
რებეკა

დაფნა დიუ მორიეს რომანის ეკრანიზაცია ხანში შესული, ჭირვეული ამერიკელი ქალბატონის ახალგაზრდა კომპანიონი გოგონას შესახებ, რომელიც იმპოზანტურ ინგლისელ არისტოკრატს, მაქსიმილიან დე უინტერს გაიცნობს, რომელსაც იდუმალი ნაღველი სტანჯავს, ცოლად მიჰყვება და მასთან ერთად საგვარეულო მამულში, მენდერლიში გადადის საცხოვრებლად. უზარმაზარ, პირქუშ სახლში მხოლოდ ადამიანები კი არა, კედლებიც თითქოს ძველ დიასახლისს მისტირიან, მშვენიერ და დახვეწილ ქალბატონს, რებეკა დე უინტერს. მაქსიმილიანის უცნაური ქცევა და მოახლის მტრული დამოკიდებულება ახალ დიასახლისს, მეორე მისის დე უინტერს, შიშს ჰგვრის, რადგან ხვდება, რომ ეს ადამიანები გამოუცნობ ვითარებაში დაღუპული რებეკა დე უინტერის სიკვდილის საიდუმლოს მალავენ…

გამოსვლის წელი: 2020

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: ინგლისი

ჟანრი: დრამა, დეტექტივი, მელოდრამათრილერი

რეჟისორი: Ben Wheatley

მსოფლიო პრემიერა: 18 ოქტომბერი

მსახიობები: Lily James, Armie Hammer, Keeley Hawes, Kristin Scott Thomas, Ann Dowd, Sam Riley, Mark Lewis Jones, Bill Paterson, Tom Goodman-Hill, Ben Crompton, Jeff Rawle, Jane Lapotaire, Lucy Russell, John Hollingworth, Bryony Miller.

5/5 - (1)