შინაური ცხოველების სასაფლაო / Pet Sematary

О t
შინაური ცხოველების სასაფლაო

სტივენ კინგის ამავე სახელწოდების საშინელებათა რომანზე დაფუძნებული 1989 წლის ფილმის რიმეიკი, რომელიც მოგვითხრობს დოქტორ ლუის კრიდის, მისი საყვარელი მეუღლის რეიჩელის, მათი ქალიშვლის ელის და პატარა ვაჟის გეიჯის შესახებ, რომლებიც პატარა ქალაქში მდებარე ახალ სახლში გადადიან, სადაც მალე უბედურება მოხდება – ელის კატას სატვირთო მანქანა დაეჯახება და მოკვდება. მეზობლის რჩევით ლუისი ოჯახისგან მალულად კატას ტყეში მდებარე ინიელთა უძველეს სასაფლაოზე დამარხავს. მოულოდნელად კატა გაცოცხლდება, მაგრამ აყროლებულ სასტიკ მონსტრად გადაიქცევა. ისტორია მეორდება და უფრო საშინელი ხდება, როდესაც პატარა გეიჯის სატვირთ მანქანა დაეჯახება და მოკვდება, ახლა კრიდმა უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს… მწუხარებისგან შეშლილი მამა მისი ვაჟის სხეულს იდუმალ სასაფლაოზე გადაიტანს.

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: საშინელება

რეჟისორი: Kevin Kölsch, Dennis Widmyer

მსოფლიო პრემიერა: 4 აპრილი

მსახიობები: Jason Clarke, John Lithgow, Amy Seimetz, Naomi Frenette, Alyssa Brooke Levine, Hugo Lavoie, Jeté Laurence, Obssa Ahmed, Sonia Maria Chirila, Lucas Lavoie, Constance St-Denis-Veilleux, Bailey Thain, Jacob Lemieux, Ines Feghouli Bozon, Maverick Fortin.

5/5 - (8)