შვიდი ადამიანისგან შემდგარი აკოსტების ოჯახი საკმაოდ გავრცელებულ სოციალურ ფენას წარმოადგენს, რომელშიც მშობლები უკანონო ემიგრანტები არიან (ამ შემთხვევაში მექსიკიდან), მაგრამ მათი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულ შვილებს ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ. ეს ფორმალობა უზარმაზარ პრობლემას შექმნის, როდესაც საემიგრაციო სამსახურის რეიდის შედეგად ორივე მშობელი სასამართლოში, ხოლო იქიდან პირდაპირ მექსიკაში გაიგაზავნებიან. ორი და, ორი ძმა და ახალშობილი უზარმაზარ და სახიფათო სამყაროში მარტო დარჩებიან, სადაც მათ დამოუკიდებლად ერთმანეთის თვალყურის დევნება, ყველა იმ ოჯახურ სირთულეებთან გამკლავება და სოციალური სამსახურის კლანჭებში მოხვედრის თავიდან აცილება მოუწევთ.
გამოსვლის წელი: 2019
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: სერიალი, დრამა, საოჯახო, მელოდრამა
რეჟისორი: Rodrigo García
მსოფლიო პრემირა: –
მსახიობები: Niko Guardado, Brandon Larracuente, Elle Paris Legaspi, Emily Tosta, Cristina Rosato, Alison Araya, Sarah Camacho, Maxine Denis, Natalie Licont, Gérardo Lo Dico, Jessica Lord, Frank Marrs, Erika Prevost, Chloé Thivierge, Fernanda Urrejola, Jonathan Valvano.