ალესანდრო – ადგილობრივი მომღერალი, ალკოჰოლიკი და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მამაკაცია. განსაკუთრებით ცუდ დღეს, ის ილეშება, დისკოთეკაზე მიდის, ლამაზ გოგოებს ხვდება და მათ ნარკოტიკების შეძენას სთხოვს. შემდეგ სახლში ბრუნდება, სადაც იგი დედასთან ცხოვრობს, რომელთანაც ჩხუბობს, ბრაზდება და სახლს თავდაყირა აყენებს, რის გამოც იგი პოლიციას საავადმყოფოში მიჰყავს. იქ ის კიდევ ერთ პაციენტს ახალგაზრდა ქალს, ფრანჩესკას ხვდება, რომელსაც საავადმყოფოდან წასვლა და მისი პატარა შვილის ნახვა სურს. ფრანჩესკა ცდილობს ალესანდროს დაუმეგობრდეს, საბოლოოდ ახერხებს, და ალესანდრო მას სახლამდე აცილებს, სადაც შეიტყობს, რომ ფრანჩესკას შვილი სოციალური სამსახურის თანამშრომლება წაიყვანეს. მთავარი გმირი ყველაფრის გაკეთებას ცდილობს, რომ ახალგაზრდა დედას მისი შვილის პოვნაში და მასთან დარჩენაში დაეხმაროს. რადგან ფრანჩესკას დახმარებით, ის საკუთარ ცხოვრებასაც ცვლის…
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: იტალია
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: Bonifacio Angius
მსოფლიო პრემიერა: 25 ნოემბერი
მსახიობები: Alessandro Gazale, Francesca Niedda, Antonio Angius, Gavino Ruda, Anna Ferruzzo, Mario Olivieri, Teresa Soro, Simone Contu, Luca Agnesa, Donatella Meloni, Roberto Achenza, Carlotta Bazzu, Pierluigi Delogu, Vincenzo Desole, Barbara Schirru.