ოვერდრაივი / Overdrive

О t
ოვერდრაივი

სიუჟეტის ცენტრშია ორი ძმა, რომლებიც ყველაზე ძვირადღირებული და მდიდრული მანქანების გატაცებით არიან დაკავებულები. ისინი სამხრეთ საფრანგეთში მიდიან, რათა შეასრულონ მორიგი შეკვეთა. ამჯერად ისინი იპარავენ რამდენიმე მილიონ ევროდ შეფასებულ 1937 წლის Bugatti-ს. მაგრამ ბიჭებს ძვირადღირებული მანქანის მფლოფელი დაიჭერს – ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი იაკომო მორე. მალე ირკვევა, რომ იაკომო მდიდრული მანქანების კოლექციას ფლობს, მაგრამ სრული კომპლექტისთვის მას ერთი მოდელი აკლია – 1962 წლის Ferrari GTO. იაკომო გმირებს გარიგებას სთავაზობს: ისინი მისთვის იპარავენ ამ მანქანას, ხოლო სანაცვლოდ ის მათ არ მოკლავს. გმირები თახმდებიან სარისკო საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ ძმები ნამდვილი ოსტატები არიან, ფერარის მოპარვა ძალიან რთული იქნება. ასეთი ძვირფასი მანქანა მორეს კონკურენტის მფლობელობაშია, რომელიც მის საგანძურს კბილებამდე შეიარაღებული დაცვით იცავს.

RUS-თრეილერი: ოვერდრაივი / Overdrive

ENG-თრეილერი: ოვერდრაივი / Overdrive


გამოსვლის წელი: 2017

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: საფრანგეთი

ჟანრი: ბოევიკი, თრილერი

რეჟისორი: Antonio Negret

მსოფლიო პრემიერა: 16 ივნისი

მსახიობები: Ana de Armas, Scott Eastwood, Gaia Weiss, Clemens Schick, Simon Abkarian, Freddie Thorp, Moussa Maaskri, Kaaris, Tom Leeb, Fabian Wolfrom, Philippe Ohrel, Frédéric Anscombre, Abraham Belaga, Pierre-Marie Mosconi, Magne-Håvard Brekke.

5/5 - (5)