ფილმი მოგვითხრობს შოტლანდიის სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მორბენალის ერიკ ლიდელის სიცოცხლის უკანასკნელ წლებზე, რომელმაც 1924 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 400-მეტრიან დისტანციაზე სირბილში მოულოდნელად ოქროს მედალი მოიგო. მანამდე ის 100-მეტრიანი დისტანციის სტარტზე არ გავა, რადგან შეჯიბრი კვირას ტარდებოდა, ხოლო ის როგორც სასულიერო პირი კვირა დღეს სირბილზე უარს იტყვის. ერიკი, ჩინეთში მისიონერული მისიით მყოფი შოტლანდიურ ოჯახში დაიბადა. ექვსი წლის ასაკში, განათლების მისაღებად მას დიდ ბრიტანეთში აგზავნიან, სადაც ის სწრაფად აჩვენებს სპორტულ ნიჭს და ცნობილი ხდება სახელით “მფრინავი შოტლანდიელი”. ჩინეთში დაბრუნების შემდეგ, ერიკი მისიონერად დაიწყებს მუშაობას. მას შემდეგ, რაც 1937 წელს იაპონია ჩინეთში შეიჭრება, იგი 1943 წელს იაპონიის საკონცენტრაციო ბანაკში ტყვედ მოხვდა, სადაც 1945 წელს ტვინის სიმსივნით დაიღუპება. დღეს ჩინეთში ბევრი, როგორც რელიგიური და არა რელიგიური ჩინელი, საკონცენტრაციო ბანაკში ტყვედ ყოფნის დროს მისი ლიდერობის, და ასევე მისი სპორტული მიღწევების გამო მას გმირად მიიჩნევს.
გამოსვლის წელი: 2016
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: ჩინეთი, ჰონგ-კონგ, აშშ
ჟანრი: დრამა, ისტორიული, სპორტული
რეჟისორი: Stephen Shin, Michael Parke
მსოფლიო პრემიერა: 1 ივლისი
მსახიობები: Joseph Fiennes, Bruce Locke, Richard Sanderson, Shawn Dou, Jesse Kove, Augusta Xu-Holland, Simon Twu, Elizabeth Arends, Darren Grosvenor, Shigeo Kobayashi, Zach Ireland, Patrice Poujol, Laura Justine Friis Lodahl, Asta Friis Lodahl.