რიგი საეჭვო სიკვდილის შემდეგ, FBI-ის კიბერდანაშაულთან მებრძოლი ოპერატიული ჯგუფი დახმარებისთვის პოლ ლებლანკის მიმართავს, რომლებიც ეჭვობენ, რომ ყველა მსხვერპლი კიბერ შეტევის შედეგად გარდაიცვალა. ლებლანკი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტექნოლოგიური კორპორაციის შემქმნელი, სილიციუმის ველის პიონერია. მის კომპანიაში ხელოვნური ინტელექტის, კოდური სახელწოდებით NeXt-ის შექმნაზე მუშაობდნენ, მაგრამ მან პროექტი დახურა და ყველა კვლევა გაანადგურა, რადგან გააცნობიერა, რომ მის სასიკვდილო და ვერაგ ქმნილებას ჩვენი პლანეტის გლობალურ კატასტროფამდე მიყვანა შეეძლო. მაგრამ მალე ირკვევა, რომ მისი გამოგონება ისევ არსებობს და მასზე კვლავ მუშაობენ. მიუხედავდ იმისა, რომ NeXt-ი გლობალურ ქსელში შესვლის გარეშე დახურულ სისტემაში იმყოფება, პოლი დარწმუნებულია, რომ სწორედ მან მოკლა სამი ადამიანი. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიხვდა, რომ ციფრული არსება, რომელსაც თავისი ქცევის გაანალიზება, ფიქრი და ჩვეულებრივი ადამიანისგან ფარულად მოქმედება შეუძლია, კაცობრიობას დიდ საფრთხეს უქმნის. თვითმოსწავლე პროგრამა, რომლის მთავარი იარაღი ჩვენ თვითონ ვართ, თუ მისი მსოფლიო ინტერნეტში გავრცელება დროულად ვერ შეჩერდა, ფართომასშტაბიანი კატასტროფა გარდაუალი იქნება.
გამოსვლის წელი: 2020
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: სერიალი, დრამა, კრიმინალი, ფანტასტიკა
რეჟისორი: Tim Hunter, Glenn Ficarra, John Requa
მსოფლიო პრემიერა: 6 ოქტომბერი
მსახიობები: Fernanda Andrade, Elizabeth Cappuccino, Eve Harlow, John Slattery, John Cassini, Michael Mosley, Gerardo Celasco, Aaron Moten, Olenka Wos Kimball, Jason Butler Harner, Bobby Easley, John Gawlik, Tim Hopper, TayLar, John Billingsley, Zebastin Borjeau, Nevin Burkholder, Lyman Chen, Katherine Elizabeth, Dann Fink, Timothy Garces, Enrique Guzman, Mark Alex Hanna.