რეჟისორის დევიდ ბეტის ბრიტანული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ინგლისში 1960-იან წლებში მომხდარი კულტურული რევოლუციის შესწავლას ეძღვნება. ბრიტანული კინემატოგრაფიის იკონი, მსახიობი მაიკლ კენი, ლონდონის 1960-იანი წლების ნათელ პორტრეტს წარმოგიდგენთ, რომელიც პოპ-კულტურის დაბადების შესახებ მოგვითხრობს. ფილმი იმ ეპოქაში გვთავაზობს “შიგნით შეხედვას”, რომელმაც ბრიტანული საზოგადოების გარდაქმნა მოახდინა, რომელიც კეინის და მისი თანამედროვეების – პოლ მაკარტნის, ტვიგის, როჯერ დოლტრის, დევიდ ბეილის, დევიდ ჰონკის და იმ დროის სხვა ნაცნობი ფიგურების თვალით დანახვა შეიძლება. მაშინ, ყველა მათგანს შეეძლო სამყაროში თავისი გზის პოვნა. მაგალითად, მაკარტნის სიტყვებით, მოულოდნელად ადამიანებმა გაიაზრეს, რომ მუშათა კლასის წარმომადგენლებსაც ქონდათ ტალანტი. დროში მომხიბლავი “დაბრუნების” მიუხედავად, კეინი ამბობს, რომ ნოსტალგიას არ გრძნობს და არასოდეს არ იყურება უკან.
გამოსვლის წელი: 2017
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: ინგლისი
ჟანრი: დოკუმენტური, ისტორიული
რეჟისორი: David Batty
მსოლიო პრემიერა: 5 სექტემბერი
მსახიობები: David Bailey, Michael Caine, Joan Collins, Roger Daltrey, Dudley Edwards, Marianne Faithfull, Bárbara Hulanicki, Lulu, Paul McCartney, Terry O’Neill, David Puttnam, Mary Quant, Sandie Shaw, Penelope Tree, Twiggy.