ფილმი დაფუძნებულია რეალურ შემთხვევაზე, რომელიც მოგვითხრობს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მცხოვრები დედის, საგარიკა ბჰატაჩარიას შესახებ, რომელბიც 2011 წელს სამუშაოდ გადადიან ნორვეგიაში. მაგრამ მათ შვილებს ნორვეგიის ბავშვთა დაცვის სამსახური წაართმევს ბავშვებზე ძალადობის მოტივით. თავიდან სასოწარკვეთილი გმირები ნორვეგიის სასამართლოს მიმართავენ, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროს და ინდოეთის მთავრობას ჩარევის თხოვნით მიმართავენ. მანამდე საგარიკა ქმარს გაშორდება, ხოლო შვილებზე მეურვეობას კი მამის ძმას გადასცემს. 2013 წელს, ორწლიანი სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ, კალკუტის უმაღლესი სასამართლო მას მეურვეობის უფლებას მიანიჭებს.
გამოსვლის წელი: 2023
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: ინდოეთი
ჟანრი: ბიოგრაფიული, დრამა
რეჟისორი: Ashima Chibber
მსოფლიო პრემიერა: 17 მარტი
მსახიობები: Rani Mukerji, Neena Gupta, Jim Sarbh, Anirban Bhattacharya, Kristjan Üksküla, Tiina Tauraite, Erki Laur, Jason E. Medina, Carol Tamm.